reservation

Facebook

YouTube

სასტუმროს შესახებ

О гостинице"სანსეტ შოვი”- ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი სასტუმროა, ონის რაიონში, რაჭაში. კეთილმოწყობილი სასტუმრო, საუკეთესო პირობებს სთავაზობს, ოჯახით და მეგობრებთან ერთად დასვენების მოყვარულებს. სასტუმროში ფუნქციონირებს, როგორც სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრები, ასევე სუპერიორი, ლუქსი და დამოუკიდებლად მდგომი კოტეჯები,. ჩვენ ვქმნით კომფორტს ოჯახით დამსვენებელთათვის, ასევე ახალგაზარდებისთვის, სიმყუდროვისა და მაღალი მომსახურების უზრუნველყოფით.

„სანსეტ შოვის“ სამზარეულო გამოირჩევა უგემრიელესი კერძებით. ჩვენი მზარეული ძირითადად ადგილობრივ ბაზაზე მოწეული პროდუქტით უმასპინძლდება სტუმრებს, შესაბამისად ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალურ პროდუქციას გთავაზობთ.

სასტუმროს ადმინისტრაცია, უზრუნველყოფს მრავალმხრივ და საინტერესო გართობას დამსვენებელთათვის, გთავაზობთ სათაგადასავლო საფეხმავლო ტურებს, გასეირნებას ცხენებით, სპორტულ აქტივობებს და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ მინერალური წყლებითა და მთის ჰავით სახელგანთქმულ კურორტ შოვს, წლების მანძილზე დიდი როლი მიუძღოდა ქართული ტურიზმის განვითარებაში. მისი ისტორია ჯერ კიდევ 1926 წლიდან იღებს სათავეს.

უზარმაზარი ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, არქი ჯგუფმა გადაწყვიტა აღედგინა დაკარგული ტრადიციები და ხელი შეეწყო შოვში მაღალი დონის ტურისტული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება–განვითარებას, საფუძველი ჩაუყარა რაჭაში, შოვში, პირველი ევროსტანდარტების შესაბამისი სასტუმროს გახსნის იდეას.