reservation

Facebook

YouTube

სამზარეულო

თქვენი და თქვენი ოჯახის კვებაზე „სანსეტ შოვის“ პროფესიონალი მზარეულები იზრუნებენ. ისინი ყოველდღიურად ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებულ, სამჯერად კვებაზე გათვლილ მენიუს შემოგთავაზებენ.

ჩვენი მზარეულები დახვეწილი გემოვნებითა და გურმანობით გამოირჩევიან. შესაბამისად მათ მიერ წარმოდგენილი მენიუ უგემრიელეს ქართულ, ასევე ევროპულ კერძებს მოიცავს, თუმცა არც ტრადიციული რაჭული ნაქები კერძები ავიწყდებათ. აბა, სხვაგან სად დააგემოვნებთ ნამდვილ რაჭულ ლობიანსა და ლორს თუ არა „სანსეტ შოვში“? „სანსეტ შოვის“ მზარეულები ადგილობრივი წესით დამზადებულ ჩქმერულსა და რაჭულ პურს დაგაგემოვნებინებენ.

სასტუმრო „სანსეტ შოვი“, ცნობილ კურორტ შოვში, მდებარეობს, რომელიც ცნობილია მთის ჰავით, წიწვოვანი ტყეებითა და მინერალური წყლების სიუხვით. ეს არის ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი სასტუმრო რაჭაში, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებითა და დამსვენებელთა ინტერესის გათვალისწინებით შედგენილი გასართობი პროგრამებით გამოირჩევა.

კურორტ შოვის მშენებლობა დაიწყო 1923 წელს და ოთხი წლის შემდეგ პირველ დამსვენებლებსაც უმაპსინძლა. ერთ წელიწადში შოვი უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობდა, შემდგომში აქ 16 სახეობის მინერალური წყალიც აღმოაჩინეს. კურორტი მდებარეობს ზემო რაჭაში, მდინარე ჭანჭახის ნაპირზე.

შოვი ზღვის დონიდან 1650 მეტრზე მდებარეობს და ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან მას კავკასიონის მაღალი მწვერვალები ესაზღვრება, რომელთა საშუალო სიმაღლე 4000 მ აღემატება. სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით იკვეთება კავკასიონის ქედებით. ამგვარი განლაგება ტერიტორიას იცავს ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან.