reservation

Facebook

YouTube

გართობა

"სანსეტ შოვი" დამსვენებლებს გართობის უამრავ საშუალებას სთავაზობს. კერძოდ სპორტის სხვადასხვა სახეობებს:

  • ბილიარდი
  • მაგიდის ფეხბურთი
  • მაგიდის ტენისი
  • ფეხბურთი
  • კალათბურთი
  • ფრენბურთი
  • ბადმინტონი
  • თევზაობა
  • ნადირობა
  • სათაგადასავლო საფეხმავლო ტურები
  • გასეირნება ცხენებით

ბავშვებისთვის სანსეტ შოვში ცალკე გამოყოფილი, სპეციალური სათამაშო მოედანია, ხოლო მათ გართობაზე სანსეტ შოვის ანიმატორები იზრუნებენ. ბავშვების გართობისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი საბავშვო მოედანი, კლუბი, მინი კინო-თეატრი, მინი აუზი და მათთვის ყველაზე საყვარელი გასართობი–Xbox.
ჩვენ არც ბუნებისა და პიკნიკების მოყვარულ დამსვენებლებს ვივიწყებთ, მათთვის მოეწყობა პიკნიკები ტყეში- სოკოს კრეფის შესაძლებლობით.

სხვათაშორის, შოვი მზის რუჯის მოყვარულთა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცევა. კურორტის სიმაღლე და მთის ჰაერი გამოირჩევა მზის პირდაპირი გამოსხივების სიმძლავრითა და ულტრაიისფერი სხივების დიდი ოდენობით, ამიტომ შოვისთვის "მზის კურორტიც" კი უწოდებიათ. აქ საუცხოო, ჯანმრთელ და ბუნებრივ რუჯს მიიღებთ.