"სანსეტ შოვი”- ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი სასტუმროა, ონის რაიონში, რაჭაში. კეთილმოწყობილი სასტუმრო, საუკეთესო პირობებს სთავაზობს, ოჯახით და მეგობრებთან ერთად დასვენების მოყვარულებს. სასტუმროში ფუნქციონირებს, როგორც სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრები, ასევე სუპერიორი, ლუქსი და დამოუკიდებლად მდგომი კოტეჯები,.

ჩვენ ვქმნით კომფორტს ოჯახით დამსვენებელთათვის, ასევე ახალგაზარდებისთვის, სიმყუდროვისა და მაღალი მომსახურების უზრუნველყოფით.

„სანსეტ შოვის“ სამზარეულო გამოირჩევა უგემრიელესი კერძებით. ჩვენი მზარეული ძირითადად ადგილობრივ ბაზაზე მოწეული პროდუქტით უმასპინძლდება სტუმრებს, შესაბამისად ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალურ პროდუქციას გთავაზობთ.

სასტუმროს ადმინისტრაცია, უზრუნველყოფს მრავალმხრივ და საინტერესო გართობას დამსვენებელთათვის, გთავაზობთ სათაგადასავლო საფეხმავლო ტურებს, გასეირნებას ცხენებით, სპორტულ აქტივობებს და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ მინერალური წყლებითა და მთის ჰავით სახელგანთქმულ კურორტ შოვს, წლების მანძილზე დიდი როლი მიუძღოდა ქართული ტურიზმის განვითარებაში. მისი ისტორია ჯერ კიდევ 1926 წლიდან იღებს სათავეს.

უზარმაზარი ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, არქი ჯგუფმა გადაწყვიტა აღედგინა დაკარგული ტრადიციები და ხელი შეეწყო შოვში მაღალი დონის ტურისტული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება–განვითარებას, საფუძველი ჩაუყარა რაჭაში, შოვში, პირველი ევროსტანდარტების შესაბამისი სასტუმროს გახსნის იდეას.

სასტუმროს ნომრები და კოტეჯები

სასტუმროს ნომრები და კოტეჯები

ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი სასტუმრო "სანსეტ შოვი" რაჭის კურორტზე, შოვში მდებარეობს. სასტუმრო საუკეთესო პირობებს სთავაზობს მთაში დასვენებისა და თავგადასავლების მოყვარულებს; განსაკუთრებით მოხერხებულია ოჯახსა და მეგობრებთან ერთად დასვენების მსურველთათვის.

სასტუმროში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 35 კომფორტული ნომერი ფუნქციონირებს. მათ შორისაა 12 სტანდარტული, 12 სუპერიორი და 6 ლუქს ნომერი. 5 ნომერი კი დამოუკიდებლად მდგარ კოტეჯებშია განთავსებული.

სასტუმროს ეზოში განთავსებულია ორ ოთახიანი და სამ ოთახიანი ინდივიდუალური კოტეჯები, რომლებიც საუცხოოა მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი დასვენების მოსაწყობად.

თითოეული ნომერი აღჭურვილია ყველა აუცილებელი ინვენტარით:

  •  თანამედროვე ავეჯი
  •  ტელეფონი
  •  ტელევიზორი
  •  სატელიტური ტელევიზია
  •  ფენი
  •  ჰიგიენური საშუალებები

ნომრის ღირებულებაში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება, სატელიტური ტელევიზიით სარგებლობა, მრავალფეროვანი გასართობი პროგრამები.