ვებგვერდის მეშვეობით მოწოდებული პირადი ინფორმაციის გამოყენება

თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ჩვენ გამოვიყენებთ რათა დავამუშაოთ და მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, პროდუქტები და საჭიროებისამებრ დაგიკავშირდეთ. ინფორმაცია შესაძლოა ასევე გამოვიყენოთ ჩვენი პროდუქტისა და სერვისების ხარისხის გასაუმჯობესებლად,

ზოგადი ადმინისტრაციული მიზნებისათვის: შევქმნათ მომხმარებლების ბაზა ანდა განვახორციელოთ მომხმარებლის ანკეტირება და ანალიზი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოში მოქმედი კანონის მიხედვით, მარკეტინგული მიზნებისათვის, შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები, ხოლო ნებისმიერი სხვა მონაცემის დამუშავება შეიძლება სუბიექტის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

აქ ჩამოთვლილი რომელიმე მიზნისთვის ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენი ჯგუფის სხვა კომპანიებს.კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინფორმაცია შესაძლოა ასევე გადავცეთ მესამე მხარეს, თუ კი მოგვმართავენ დასაბუთებული მოთხოვნით რომ, სჭირდებათ ინფორმაცია სამართლებრივი ან რაიმე მარეგულირებელი მიზნებისათვის.

ჩვენ ვცდილობთ, რომ ვებგვერდი გავხადოთ უსაფრთხო. მიუხედავად ამისა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ როდესაც გვიგზავნით ინფორმაციას ჩვენი ვებგვერდის საშუალებით ან გვთხოვთ, რომ გამოგიგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ელფოსტის გამოყენებით, ინტერნეტი და ელ-ფოსტა შესაძლოა არ იყოს უსაფრთხო მსგავსი ინფორმაციის მიმოცვლისთვის. ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს მიერ არაკონტროლირებადი მეთოდებით ინფორმაციის დაკარგვის ან გაჟონვის შემთხვევაში.

თუ თქვენ გვაწვდით ინფორმაციას სხვა პირის სახელით, თქვენ უნდა დაადასტუროთ, რომ გაქვთ ამ პირის ნებართვა განახორციელოთ მსგავსი ქმედება და რომ ისინი საქმის კურსში არიან კონფიდენციალობის პოლიტიკის შინაარსზე, არ აპროტესტებენ მათი პერსონალური ინფორმაციის ფლობასა და დამუშავებას ჩვენი პოლიტიკის შესაბამისად.

თქვენს შესახებ არსებულ ინფორმაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. მსგავს ინფორმაციას განეკუთვნება მაგალითად მისამართის ცვლილება. თქვენ გაქვთ უფლება გვთხოვოთ, რომ შევასწოროთ ნებისმიერი უზუსტობა იმ მონაცემებში, რომელიც თქვენს შესახებ გვაქვს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გვკითხოთ თუ რა სახის ინფორმაციას ვფლობთ თქვენზე. გთხოვთ არ მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია თქვენი მშობლების ან მეურვის ნებართვის გარეშე თუ თქვენი ასაკი 18-ს ქვემოთაა,.

შემოსული სატელეფონო ზარები შეიძლება ჩაიწეროს ან/და განხორციელდეს მონიტორინგი სასწავლო მიზნებისათვის.